Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

კიდევ ერთხელ გაცნობებთ ჩვენს საიტზე იდება,როგორც პრეტესტები 2014 წლის ასევე ვიქტორინები,ვინც ვერ იგებს თუ როგორ გადავიდეს ვიქტორინის გვერდძე მარტივად გადადით აქედან:

 

ვიქტორინა

ისტორია

გეოგრაფია

ზოგადი უნარები

Category: სხვადასხვა | Views: 621 | Added by: Admin | Date: 2015-05-11 | Comments (0)


დიდებული სიმღერაა: ”მიყვარს გოგონების ცქერა/ დასეირნობენ პლაჟზე/ მშვიდად იხდიან ტანზე”.
ყოველთვის, როცა ქვიშაზე ვწვები, ჩამესმის ეს ოდა სექსუალურ უკმარისობაზე, ეს აპოლოგია ეროტიული სცენების ბალნეოლოგიურ ჭვრეტაზე. 

მახსენდება ის მრავალი, განმგმირავი ნაშუადღევი, მონოკინიში გამოწყობილი ოქროცურვილი ქალბატონების ცქერაში რომ გაილია, ბიდარში, ბიარიცსა და სენ - ტროპეზში, ისე, რომ მათი შებმა აზრადაც არ მომსვლია.

დარწმუნებული ვარ, ამ მორცხვ თვალთვალში გატარებულმა საათებმა მაქცია ურცხვ სექსუალურ ავხორცად, რომელსაც ახლა წარმოვადგენ.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 636 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


ექსტაზი - კაიფში დაწერილი ნოველები
ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნეხვია. ბოლო უნდა მოვუღო. ყელში ამომივიდა aftershave-
ით აშმორებული ბრიყვების აქეთ-იქით თრევა, თანაც უკანა სკამზე მუდამ
კოკაინს ყრიან.
გავიჭყიპე პასტისით და პროზაკით. არ მევასება მათი ბრაზილიური
სერიალებიდან გადმოღებული თმის ვარცხნილობა. როგორ მოვედი აქამდე? აბა,
მე რა ვიცი.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 761 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


თავდაპირეველად ის ქრისტოფერ ბელიუ იყო. კოლეჯში რომ სწავლობდა,
ქრის ბელიუდ იქცა. უფრო მოგვიანებით, სან-ფრანცისკოს ბოჰემურ წრეებში,
კიტ ბელიუ შეარქვეს; ბოლოს კი სმოკ ბულიუ გახდა და სხვა სახელით აღარც
იხსნიებდნენ.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 675 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


ალიონზე გაიღვიძა; გაიღვიძა სწრაფად, უშფოთველად, _ უბრალოდ, თვალი გაახილა და კვლავ სიბნელე შეიგრძნო. სხვათა დარად არ სჭირდებოდა ჯერ ყურის მიგდება, ხელის ცეცება და გარესამყაროს ამგვარი აღქმა. დროისა და სივრცის გაუ-თვალისწინებლად, გაღვიძებისთანავე გააცნობიერა საკუთარი «მე» და სრულიად ძალდაუტანებლად განაგრძო ძილით დროებით შეწყვეტილი ცხოვრების დინება. უმალვე მოეგო გონს, რომ ის დიკ ფორესტია _ თვალუწვდენელი მამულების მეპატ-რონე, რომ მხოლოდ სულ რამდენიმე საათის წინ, უკვე მთვლემარემ. წიგნში ასანთის ღერი ჩადო და მაგიდის ნათურა გამორთო.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 626 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


ფერმა „მამულის“ მეპატრონემ ბ-ნმა ჯოუნსმა შებინდებისთანავე მიხურა
საქათმეების კარები, მაგრამ გვარიანად მთვრალი იყო და ჩარაზვა არ გახსენებია.
ხელში ლაპრით, რომლის ციმციმა შარავანდიც გამეტებით დახტოდა აქეთ-იქით,
ბ-ნმა ჯოუნსმა ბარბაცით გადაჭრა ეზო.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 629 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


ქება პირველი. ჟამიანობა. რისხვა
რისხვას, ღმერთქალო, უგალობე აქილევსისა,
აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი!
გმირთა სულები გადახვეწა ქვეშეთის მხარეს,
გვამნი დაყარა ყვავ-ყორანთა დასაყივარად
5 და ძაღლთა წილად . . . ზევსის ნება მაშინ აღსრულდა,
მტრად მოეკიდნენ ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე
აგამენონ და აქილევსი, ღმერთის სადარი.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 924 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


ამ წიგნზე მშრალად და ჩვეულებრივი მიუდგომლობით ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მეტად უჩვეულოა მისი დამწერის ბედი. ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური, ერთსა და იმავე ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობით და ყოფითი წვრილმანებით შეზღუდულ, მძიმე, სახიფათო გარემოში, გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა. არარსებულ მეგობარს ანამ კიწი დაარქვა და მისგან ელოდა ნუგეშსა და შემწეობას. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანას უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანა დაიღუპა, დღიური კი გადარჩა.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 742 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


დედამ მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. დილით ბარანკილიაში იმ მიყრუებული სოფლიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მომძებნიდა. Aაქა-იქ ნაცნობებში მკითხულობდა, როცა მიასწავლეს, რომ ჩემს ნახვას მხოლოდ წიგნების მაღაზია ,,მუნდოში’’ ან ახლომდებარე კაფეებში შეძლებდა, სადაც მეგობარ მწერლებთან ერთად სასაუბროდ დღეში ორჯერ დავდიოდი. ამასთან, დედა გააფრთხილეს კიდეც: ,,ფრთხილად იყავით, საბოლოოდ შეიშალნენ.’’ზუსტად თორმეტ საათზე გამომეცხადა. თავდაპირველად საგამოფენო წიგნებით სავსე მაგიდებს შორის მარდად დააბიჯებდა, შემდეგ უეცრად ჩემს წინაშე ადგილზევე გაშეშდა, თვალებში ჩვეული, ეშმაკური ღიმილით ჩამხედა და, სანამ გონს მოვეგებოდი, მითხრა: _დედაშენი ვარ.

Category: EL-წიგნები|ყველა მწერალი | Views: 681 | Added by: Admin | Date: 2015-06-02 | Comments (0)


მეცნიერებისათვის ცნობილი პირველი სიამის ტყუპები, რომელთაც ცალ-ცალკე პირადი ცხოვრებაც ჰქონდათ იყვნენ  1811 წელს დაბადებული ძმები ჩანგი და ენგი ბანკერები. ისინი ერთმანეთთან მკერდით იყვნენ შეზრდილები. ტყუპები ამ ქვეყანას მოევლინენ სიამში, ბავშვების მამა ჩინელი, ხოლო დედა მალაიზიელი გახლდათ.

XIX საუკუნის მედიცინის ძალებს აღემატებოდა ისეთი ოპერაციის ჩატარება, რომელიც პატარებს ერთმანეთისგან განცალკევებდა. ამიტომაც სიამის ტყუპებს ბავშვობიდანვე მოუწიათ იმასთან შეგუება, რომ ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთისგან განუშორლად იცხოვრებდნენ.

Category: საინტერესო | Views: 589 | Added by: Admin | Date: 2015-05-19 | Comments (0)

1 2 3 4 »