Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora
მთავარი » 2015 » მაისი » 19 » ისტორია სიამელი ტყუპების შესახებ, რომელთაც ცალ-ცალკე ოჯახები ჰყავდათ
8:11 PM
ისტორია სიამელი ტყუპების შესახებ, რომელთაც ცალ-ცალკე ოჯახები ჰყავდათ

მეცნიერებისათვის ცნობილი პირველი სიამის ტყუპები, რომელთაც ცალ-ცალკე პირადი ცხოვრებაც ჰქონდათ იყვნენ  1811 წელს დაბადებული ძმები ჩანგი და ენგი ბანკერები. ისინი ერთმანეთთან მკერდით იყვნენ შეზრდილები. ტყუპები ამ ქვეყანას მოევლინენ სიამში, ბავშვების მამა ჩინელი, ხოლო დედა მალაიზიელი გახლდათ.

XIX საუკუნის მედიცინის ძალებს აღემატებოდა ისეთი ოპერაციის ჩატარება, რომელიც პატარებს ერთმანეთისგან განცალკევებდა. ამიტომაც სიამის ტყუპებს ბავშვობიდანვე მოუწიათ იმასთან შეგუება, რომ ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთისგან განუშორლად იცხოვრებდნენ.

ტყუპების განსაკუთრებული ფიზიოლოგიური  მდგომარეობის მიუხედავად, თითოეულს ჩანგსაც და ენგსაც თავიანთი პირადი ცხოვრება ჰქონდა. 1829 წელს სიამელმა ტყუპებმა ბრიტანელი ბიზნესმენისგან რობერტ ჰანტერისგან მიიღეს წინადადება მის ცირკში მუშაობისა და გასტროლებში მონაწილეობის თაობაზე. ბანკერები ცირკში მუშაობაზე დათანხმდნენ. კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდნენ, სადაც თითოეულმა ძმამ ცალ-ცალკე ოჯახი შექმნა: ჩანგს და მის მეუღლეს 10 შვილი ჰყავდათ, ხოლო ენგს და მის მეუღლეს – 11. როგორ ახერხებდნენ სიამელი ძმები ცალ-ცალკე ცხოვრებას? ტყუპების ცხოვრების საიდუმლო მდგომარეობდა იმაში, რომ სამი დღე ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ,  შემდეგი სამი დღე კი მეორეში. ასეთი გზით მათ ოჯახის შენარჩუნება და შთამომავლობის დატოვება შეძლეს. ამ დროისათვის მათ დაახლოებით 1500 შთამომავალი ჰყავთ.

ძმებმა ბანკერებმა 63 წელი იცხოვრეს. 1874 წელს ჩანგს ფილტვების ანთება დაემართა, ღამით მისი მდგომარეობა დამძიმდა, ენგმა სასწრაფოდ გამოიძახა ქირურგი, განცალკევების ოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ მედიცინის მუშაკმა გამოძახებიდან 3 საათის შემდეგ მიაღწია ავადმყოფამდე. ძალიან დაგვიანდა, ადგილზე მისულ ქირურგს ორივე ძმა გარდაცვლილი დახვდა.

სიამელი ტყუპების ღვიძლი  ფილადელფიის სამედიცინო ისტორიის მუზეუმში ინახება. სწორედ ბანკერებს უკავშირდებათ, რომ აღნიშნული დაავადებით დაბადებული ადამიანები იღებენ სახელწოდებას „სიამის ტყუპები“.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 628 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელთაც ცალ-ცალკე ოჯახები ჰყავდათ, ისტორია სიამელი ტყუპების შესახებ
სულ კომენტარები: 0
avatar