Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora
მთავარი » 2015 » ივნისი » 2 » ანა ფრანკის დღიური
8:45 AM
ანა ფრანკის დღიური

ამ წიგნზე მშრალად და ჩვეულებრივი მიუდგომლობით ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მეტად უჩვეულოა მისი დამწერის ბედი. ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური, ერთსა და იმავე ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობით და ყოფითი წვრილმანებით შეზღუდულ, მძიმე, სახიფათო გარემოში, გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა. არარსებულ მეგობარს ანამ კიწი დაარქვა და მისგან ელოდა ნუგეშსა და შემწეობას. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანას უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანა დაიღუპა, დღიური კი გადარჩა.

 

წაკითხვა

კატეგორია: EL-წიგნები|ყველა მწერალი | ნანახია: 1436 | დაამატა: Admin | ტეგები: ანა ფრანკის დღიური
სულ კომენტარები: 0
avatar