8:06 PM ჰაკერმა თვითმფრინავი უბრალო ნოუთბუქის საშუალებით “გაიტაცა” |
ამა წლის აპრილში რობერტსი United Airlines-ის ავიარეისით ცდილობდა გაფრენას კოლორადოდან სან-ფრანცისკოში, სადაც უნდა დასწრებოდა კომპიუტერული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას, მაგრამ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ის მოხსნეს რეისიდან და ოთხი საათი ჰყავდათ დაკითხვაზე. ამ ამბიდან ცოტაოდენი ხნის წინ რობერტსმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ მას შეუძლია მართოს ხომალდის კაბინაში პილოტებისათვის გადაცემული შეტყობინებები. ის ტრაბახობდა, რომ, მაგალითად, შეუძლია გამორთოს ტაბლო, რომელიც ინფორმაციას იძლევა მგზავრებისათვის ჟანგბადის მიწოდების შესახებ. რობერტსის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფედერალებმა გაჩხრიკეს მისი კლიენტი და ჩამოართვეს ნოუთბუქი და სხვა ელექტრონული ხელსაწყოები იმის მიუხედავად, რომ მათ ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რობერტსის დაპატიმრების საბაბი მის მიერ “ტვიტერზე” გაკეთებული კომენტარი გახდა. “მიუხედავად ამისა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმ მეთოდით, რაზეც რობერტსი ლაპარაკობდა, შეუძლებელია ჩვენი სისტემის გატეხვა”, – აღნიშნა ავიახაზების წარმომადგენელმა. მაგრამ გამოძიების ფედერალური ბიურო სულ სხვაგვარად ფიქრობს: ერთ – ერთმა აგენტმა მაილ ჰარლიმ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ცოტაოდენი ხნის წინ რობერტსმა მართლაც მოახერხა თვითმფრინავის მართვის სისტემის გატეხვა უშუალოდ ფრენის დროს და მართვის თავის თავზე აღება. კერძოდ, ჰაკერმა შეცვალა ერთ-ერთი ძრავის მუშაობის ალგორითმი და ამით მოახერხა თვითმფრინავის კურსის შეცვლა. რობერტსმა აღიარა, რომ თავისი ნოუთბუქის საშუალებით ჩაერთო ლაინერის საინფორმაციო-გასართობ სისტემაში და იქ იპოვა სუსტი ადგილი. მან აღიარა, რომ ასეთი სუსტი წერტილები აქვს თვითმფრინავებს Boeing 737-800, 737-900 და 757-200, აგრეთვე Airbus A-320-ს. გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, რობერტსმა საერთო ჯამში 15-ჯერ გატეხა თვითმფრინავების მართვის სისტემა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ამას აკეთებდა სუფთა პროფესიული ინტერესების და აზარტის გამო, ამასთანავე მას სურდა ყურადღება მიექცია თვითმფრინავების უსაფრთხო ფრენისათვის. |
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 828 | | |
სულ კომენტარები: 0 | |