Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora
მთავარი » 2015 » ივნისი » 2 » იცხოვრო, რათა მოჰყვე.გაბრიელ გარსია მარკესი
8:42 AM
იცხოვრო, რათა მოჰყვე.გაბრიელ გარსია მარკესი

დედამ მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. დილით ბარანკილიაში იმ მიყრუებული სოფლიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მომძებნიდა. Aაქა-იქ ნაცნობებში მკითხულობდა, როცა მიასწავლეს, რომ ჩემს ნახვას მხოლოდ წიგნების მაღაზია ,,მუნდოში’’ ან ახლომდებარე კაფეებში შეძლებდა, სადაც მეგობარ მწერლებთან ერთად სასაუბროდ დღეში ორჯერ დავდიოდი. ამასთან, დედა გააფრთხილეს კიდეც: ,,ფრთხილად იყავით, საბოლოოდ შეიშალნენ.’’ზუსტად თორმეტ საათზე გამომეცხადა. თავდაპირველად საგამოფენო წიგნებით სავსე მაგიდებს შორის მარდად დააბიჯებდა, შემდეგ უეცრად ჩემს წინაშე ადგილზევე გაშეშდა, თვალებში ჩვეული, ეშმაკური ღიმილით ჩამხედა და, სანამ გონს მოვეგებოდი, მითხრა: _დედაშენი ვარ.

 

წაკითხვა

კატეგორია: EL-წიგნები|ყველა მწერალი | ნანახია: 1365 | დაამატა: Admin | ტეგები: იცხოვრო, რათა მოჰყვე.გაბრიელ გარსია მარკესი
სულ კომენტარები: 0
avatar