Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora
მთავარი » 2015 » მაისი » 13 » ფეხსაცმელი, რომელიც “იზრდება”
4:40 PM
ფეხსაცმელი, რომელიც “იზრდება”

ზოგჯერ, ერთმა მარტივმა გამოგონებამ შეიძლება მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. სწორედ ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება იყო გამმგონებელ კენტონ ლის მიზანიც.

მან შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ფეხსაცმლის ზომის შეცვლა.

ის ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ფეხსაცმლის გაზრდა 5 ზომით შეიძლება.

“მსოფლიოში 300 მილინზე მეტი ბავშვია, რომლებსაც არ აქვთ ფეხსაცმელი, როცა პატარა იზრდება მათ მშობლებს აღარ აქვთ უფრო დიდი ზომის ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება”, – ამბობს ლი და მიიჩნევს, რომ მისი გამოგონება აღნიშნულ პრობლემას გადაჭრის.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 791 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელიც “იზრდება”, ფეხსაცმელი
სულ კომენტარები: 0
avatar