სექსი სიყვარულის კულმინაცია, სიამოვნების წყარო და წყვილის ურთიერთობის სიმტკიცეა. თუმცა გარდა ამდენი საოცარი დამსახურებისა, სექსი ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს.
მეცნიერთა გამოთვლებით, რაც უფრო ხშირად აქვს მამაკაცს სექსი, მით მეტი შანსია დიდხანს იცოცხლოს. სექსის სარგებლიანობა ამით არ ამოიწურება, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რეგულარული სქესობრივი აქტივობა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება – კვლევებმა აჩვენა, რომ იმ მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სექსი კვირაში 3-ჯერ, ან უფრო ხშირად ინფარქტისა და ინსულტის რისკი 2-3-ჯერ დაბალია. სექსი ხშირად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სადიაგნოსტიკოდაც „გამოიყნება“. სასქესო ასოს ერექციის სირთულები მიუთითებს სისხლძარღვთა პათოლოგიაზე. ეს სიმპტომი ხშირად არის შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის ნიშანი.
- ყნოსვის გაუმჯობესება – სექსის შემდეგ ხდება ჰორმონ პროლაქტინის გამოტყორცნა, რომელიც თავის მხრივ იწვევს ნეირონების ზრდას, მათ შორის, ყნოსვის ცენტრში მდებარე ნეირონებისაც.
- გუნება-განწყობის გაუმჯობესება – ეს ფენომენი აიხსენება არა მხოლოდ სექსის დროს მიღებული სიამოვნებით, არამედ ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებითაც.
- წონის შემცირება – სექსი ერთგვარი სპორტია. აგზნებულ ადამიანს გულისცემის სიხშირე 70-დან 150 დარტყმამდე აქვს წუთში, ხოლო ერთი სქესობრივი აქტი იმდენივე კალორია წვავს, რამდენსაც სარბენ ბილიკზე 15 წუთი ვარჯიში. კუნთების შეკუმშვა სექსის დროს ავარჯიშებს თეძოს, მენჯის, ხელებისა და გულმკერდის კუნთებს. ამავე დროს სქესობრივი აქტის ბოლოს სისხლში გამოიყოფა ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელიც დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.
- გაციების სიხშირის შემცირება – აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე ადამიანების სისხლში 30%-ით მეტი ანტისხეულია (იმუნური სისტემის წარმომადგენლები), ვიდრე სხვა ადამიანების სისხლში. შესაბამისად, ინფექციური დაავადებები მათში უფრო იშვიათად გვხვდება.
- ტკივილის შემცირება – ორგაზმამდე სისხლში გამოიყოფა ოქსიტოცინი, რომელიც ასტიმულირებს ენდორფინების (ძლიერი ენდოგენური ტკივილგამაყუჩებელი) სინთეზს. ქალებში სექსი ააქტივებს ესტროგენების გამოთავისუფლება, რომლებიც ამცირებენ პრედმენსტრუალურ ტკივილს.
- შარდის ბუშტის ფუნქციის გაუმჯობესება – სექსი შარდის ბუშტის კუნთოვანი ნაწილის (დეტრუზირის) გასავარჯიშებლად საუკეთესო მეთოდია. ეს კი თავის მხრივ კარგი საშუალებაა ცისტიებისა და სხვა დაავადებების პრევენციისათვის.
- კბილების სიჯანსაღე – როგორც მეცნიერებმა დააგინეს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები სექსის წინ მუმდივად ცდილობენ გაიხეხეონ კბილები, რაც გარკვეულწილად კბილების ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
- წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის გაუჯობესება – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სპერმასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება კანცეროგენული ნივთიერებები.
ამრიგად, სექსი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და არასაურველი ორსულობის რისკი, ეს თავის მხრივ მოითხოვს თავდაცვის საშუალებების გამოყენებას, რათა არც საკუთარი ჯანმრთელობა დააყენოს ადამიანმა რისკის ქვეშ და არც პარტნიორის.
|