Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora
მთავარი » 2015 » მაისი » 19 » წყალზე მცურავი ლუქსის კლასის სასტუმროები
8:08 PM
წყალზე მცურავი ლუქსის კლასის სასტუმროები

Sigge Architects–ის წევრებმა შეიმუშავეს ფუფუნებისა და ლუქსის კლასის მცურავი სასტუმროების სერია, რომლებიც Doha–ს სანაპიროს ახალსა და მთლიან ერთ კუნძულ – Oryx–ს წარმოადგენს. იგი გათვლილია 2022 წლის კატარში ჩასატარებელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 25 000 –ზე მეტი გულშემატკივარისთვის.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 5.5 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო. პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს თანამედროვე კომპაქტური სქემა, ძალიან მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. თუმცა პროექტი მავანთა კრიტიკის საგნადაც იქცა, რის მიზეზებად ასახლებენ დროებითი პრობლემის არაეფექტურ გადაჭრას, ამასთანავე აზრს გამოთქვამენ, რომ კუნძულის გაშენების პროცესი იქ არსებულ გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს და იმავდროულად საფრთხეს შეუქმნის ამ რაიონის ზღვის სამყაროს ბინადართ.

პროექტის მიხედვით, კუნძულ – Oryx–ის  მაცხოვრებლები მატერიკს დაუკავშირდებიან ნავებითა და ახალი ტრანზიტული ხაზებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კუნძული კატარის შემოგარენს განეკუთვნება, მასზე სასიცოცხლოდ არსებული ყველა პირობა იქნება დაცული. მას ექნება საკუთარი კომუნიკაციები, უტილიზაცია, დაცვა, სახელმწიფოებრივი უფლებები და სხვა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ ეს მცურავი სასტუმროები, სხვა ღინისძიებათა ადგილსამყოფელზე ბუქსირებულ გადატანას დაექვემდებარება.

 

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 871 | დაამატა: Admin | ტეგები: წყალზე მცურავი ლუქსის კლასის სასტუმ
სულ კომენტარები: 0
avatar