Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora
მთავარი » 2015 » მაისი » 13 » კლიტორი
4:34 PM
კლიტორი

კლიტორი ქალის ორგანიზმის ყველაზე ეროგნული ზონაა. იგი მამაკაცის სასქესო ასოს ანალოგია. სქესობრივი აქტის დროს კლიტორი წარმოადგენს სიამოვნების ძირითად წყაროს.  ორგაზმის მიღწევა კოიტუსის გარდა შესაძლებელია კლიტორის პირდაპირი სტიმულაციით.

ლათინური დასახელება – Clitoris

სისხლმომარაგება – კლიტორის უკანა არტერია, კლიტორის ღრმა არტერია

ვენური უკუდინება – ზედაპირული დორსალური ვენები, კლიტორის ღრმა დორსალური ვენა

ინერვაცია – კლიტორის დორსალური ნერვი

კლიტორი (ბერძ. cleiein-დახურვა / ლათ. Clitorido– ვუღუტუნებ)- კენტი სასქესო ორგანო მდედრ ძუძუმწოვრებში, მამრების სასქესო ასოს ანალოგი. პენისისგან განსხვავებით არ მოიცავს შარდსადენ მილს (გამონაკლისი ლაქებიანი აფთარია, რომელსაც ფსევდოპენისი აქვს).­­­

ქალებში კლიტორი ერთ-ერთი ყველაზე ეროგენული ზონაა. მდებარეობს დიდი სასირცხვო ბაგეების წინს შესართვათან. აქვს გადაბრუნებული ლათინური Y-ს ფორმა. კლიტორი შედგება თავის-ლათ.glans clitoridis, ორი კავერნული სხეულისა – ლათ. corpus clito­­­­ridis – და ორი ფეხისაგან – ლათ. crura clitoridis.

კლიტორი შეიცავს მრავლობით ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძაღვებს.

მოკლე ისტორიული რაკურსი

კლიტორთან დაკავშირებით გამოიყენებოდა მრავლობითი ტერმინოლოგია.  ჰიპოკრატე იყენებდა ტერმინს columella– პატარა კოლონა. არაბი მედიკოსი აბულკასისი მას მოიხსენიებდა, როგორცtentigo– დაჭიმულობა. რეალდო კოლომბომ გაოიყენა ტერმინი amoris dulcedo– სიყვარულის სიტკბოება. შუასაუკუნოვანმა მოღვაწემ ალბერტ მაგნუსმა ხაზი გაუსვა მედრობოთი და მამრობითი ორგანიზმის სტრუქტურათა სხვაობას და ორივე სქესის გენიტალიების აღსანიშნავად გამოიყენა ტერმინი virga. ძველი რომაელები ხმარობდნენ ერთობ მიუღებელ სიტყვა landica-ს, ამიტომ ეს სიტყვა არც ერთ ხელნაწერში არ ფიგურირებს, გარდა Priapeia 79სა, სადაც გამოყებულია ტერმინიmisella landica– საწყალი პატარა კლიტორი. ბერძნული სიტყვა κλειτορίς შესაძლოა აღნიშნავდეს „ღუტუნს“, ან „პატარა მთას“.

ლინგვისტმა კოენმა თავის წიგნში სიტყვა „კლიტორის“ წარმომავლობის კვლევას მთელი თავი დაუთმო, თუმცა რაიმე კონკრეტულ დასკვნამდე ვერ მივიდა. დე გრააფის წყალობით კი ტერმინი კლიტორი 17-ე საუკუნიდან გახდა საერთაშორისო.

აღმოჩენები

კლიტორის აღმოჩენას ხშირად უკავშრებენ XVI საუკუნის იტალიელი ანატომის რეალდო კოლომბოს  სახელს. 1559წელს მან გამოსცა წიგნი «De anatomica», რომელშიც აღწერა „ქალის სიამოვნების ადგილი“ და დაასახელა საკუთარი თავი მის აღმომჩენად. იგი წერდა: „ვინაიდან ჯერ არავის აღუწერია ეს წარმონაქმნი და მისი ფუნქციები, და თუკი ნებადართულია სახელი შევურჩიო ჩემს მიერ აღმოჩენილ ორგანოს, მაშინ მას  ვენერას სიყვარული, ან ვენერას სიტკბოება უნდა დაერქვას…“ კოლომბომ ამასთანავე მოიხსენია კლიტორი გამონაკლისი წარმონაქმნების თავში – მან აღწერა ეთიოპელი ქალი, რომელსაც კლიტორი ჰქონდა დიდი და განიერი, საშოს შესავალი ვიწრო.

ანდრეას ვეზალი – კომოლბოს მოსწავლე და მეგობარი, რომელიც შემდგომში ცუდ ურთიერთობაში იყო იტალიელ ანატომთან, რამეთუ უარყო მისი აღმოჩენა. ვეზალი თვლიდა, რომ ქალის გენიტალური ორგანოები მამაკაცის ორგანოთა სიმეტრიულ ანალოგებს წარმოადგენენ. ამ თეორიის თანახმად, პენისის ანალოგი იყო საშო, ხოლო კლიტორის შესატყვისი მამაკაცის სასქესო ორგანოებში არ მოიძებნებოდა. ეწინააღმდეგებოდა რა კოლომბოს ვეზალი ამბობდა, რომ კლიტორი არ ჰქონდათ ჯანმრთელ ქალებს და მხოლოდ ჰერმაფროდიტების აღენიშნებოდათ.

კოლომბოს პირველობა კლიტორის აღმოჩენის საკითხში გააპროტესტა მისმა მოსწავლემ გაბრიელე ფალოპიომ. მან თავის 1561 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში «Observations anatomicae» დაწერა, აღმომჩენი იყო თავად.

კასპარ ბართოლინმა  უარყო ორივე აღმომჩენი და განაცხადა, რომ კლიტორი ჯერ კიდევ 2-ე საუკუნიდან იყო ცნობილი.

ინკები, XVXVI

პირველი ქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა ინკების იმპერიაში. მათ იმპერიის დედაქალაქკუსკოში იყო ტაძარი ამარუკანჩა, რომლის სახელსაც უკავშირდება ინკების ცრურწმენის მაგალითი. ინკები თვლიდნენ რომ კლიტორი ქალის მამაკაცური საწყისი იყო, ამიტომ ახდენდენ მის შემოჭრას.

კლიტორის ზომები

კლიტორის ზომები ვარიაბელურია: თავის საერთო სიგრძე 4-5 მმ-დან 1სმ-მდეა, დიამეტრი კი 2 დან 20 მმ-მდეა.კლიტორის მთელი სიგრძე, მისი შიგნითა ნაწილის ჩათვლით, 8 დან 20სმ-მდეა.

კლიტორის ზომები არანაირან არ უკავშრდება სექსულაური აგზნების ხარისხს.

ანატომია

კლიტორის ადგილი ქალის გარეთა სასქესო ორგანოებში: 1. კლიტორის ჩუჩა;2. კლიტორის თავი; 3. ურეთრა; 4. ვულვის კარიბჭე; 5. მცირე სასირცხვო ბაგეები; 6. საშოს შესავალი; 7. დიდი სასირცხვო ბაგეები; 8. შორისი.

კლიტორი შედგება ორი კავერნოზული სხეულის, თავის, ფეხებისა და ბოლვებისაგან. ბოჭკოვანი მემბრანები, რომლებიც გარს აკრავენ კლიტორის სხეულის კავერნოზულ ნახევრებს, ერთდებიან და ქმნიან შემაღლებას, რომელსაც ემაგრებიან გლუვკუნთოვანი და ელასტიური ბოჭკოები. კავერნოზული სხეულები უერთრის ზემოთ იყოფიან ორ ფეხად, რომლებიც გარს შემოუვლიან შარდსადენსა და ვაგინას და სრულდებიან ბოლქვებით. რითიც თავის მხრივ ქმნიან კლიტოროურეთროვაგინალურ კომპლექსს. კლიტორის სხეული კავშირშია ბოქვენ-ლაგამის ტოტთან ფუძით, მაშინ როცა მცირე ზომის ლაგამ-კავერნოზული კუნთები ემაგრებიან კლიტორის ფეხებს კლიტორის თავისა და კავერნოზული სხეულების შიგნით, ქმნიან რა ნერვული დაბოლოებების კომპლექსს. სისხლმომარაგება ხორციელდება კლიტორის უკანა არტერიითა და კლიტორის ღრმა არტერიით.

 

კლიტორის თავი

კლიტორის თავი ქალის ორგანიზმში ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია, იგი მდიდარია სისხლძარღვებითა და ნერვული დაბოლოებებით ( პაჩინის, მეისნერის, დოგელისა და კრაუზეს სხეულაკები). ზოგიერთ ქალს ეს მიდამო იმდენად მგრძნობიარე აქვს, რომ მისი პიდაპირი სტიმულაცია ( მასტურბაციის, ან კუნილინგუსის დროს) იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას. კლიტორის თავი დაფარულია კანის ნაოჭით- კლიტორის ჩუჩით. მშვიდ მდგომარეობაში თავი ან არ ჩანს, ან ჩანს მისი მხოლოდ მცირე ნაწილი. სქესობრივი აგზნების დროს ხდება კლიტორის აგზნება და თავი გამოდის წინ.

კლიტორის ლაგამი

კლიტორის ლაგამი არის კანის ნაოჭი, რომელიც მცირე სასირცხვო ბაგეების წინა ბოლოებს კლიტორის ქვედა ზედაპირთან.

კლიტორის ჩუჩა

კლიტორის ჩუჩა გარეგანი დათვალიერებით კარგად ვიზუალიზდება, თუმცა ზოგიერთ ქალს იმდენად დიდი სასირცხვო ბაგეები აქვს, რომ იგი არ ჩანს. კლიტორის ჩუჩა ინტიმური პირსინგის ძირითადი ობიექტია.

 

კლიტორი სქესობრივი აქტის დროს

კლიტორი აგზნებამდე(მარცხნივ) და აგზნების შემდეგ(მარჯვნივ)

ქალების უმრავლესობაში კლიტორი მთავარი ეროგენული ზონაა. ამ მიზეზით სწორედ კლიტორია ის ორგანო, რომელიც სიამოვნების ძირითადი წყაროა სქესობრივი აქტის ( კოიტუსის) დროს. აღსანიშნავია, რომ კოიტუსის დროს მამაკაცის სასქესო ასო პირდაპირ არ ზემოქმედებს კლიტორზე. მისი აგზნება ხდება ირგვლივდებარე სტრუქტურების ზემოქმედებით, მაგ, მცირე სასირცხვო ბაგეების დაჭიმვითა და მოძრაობით.

კლიტორი არ აღიგზნება სწრაფად და ეს გამოიხატება სეკრეტორული სითხის არარსებობით. აგზნებად მუდამ სდევს თან ქალის სასქესო ორგანოებიდან სეკრეტის გამოყოფა. ორგაზმამდე ცოტა ხნით ადრე კლიტორი ზომაში მცირდება, ეს იცავს მის მგრძნობიარე ნაწილს შემდგომი სტიმულირებისაგან. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც კლიტორის ზომაში შემცირება ხდება საჭიროა იმისათვის, რომ კოიტუსის შემდეგ ჯერ კიდევ ჰიპერმგრძნობიარე კლიტორზე ნებისმიერი ზემოქმედება გამოიწვევდა დისკომფორტს. ორგაზმიდან 5-10წამის შემდეგ კლიტორი უბრუნდება თავის ნორმალურ ზომას.

ზოგიერთ ქალში სქესობრივი აგზნების დროს კლიტორის ზომები იმატებს 2-ჯერ, ზოგში კი არც კი იცვლება ზომები. მამაკაცის სასქესო ასოს სწრაფი აგზნებისაგან განსხვავებით, სტიმულაციაზე კლიტორის პასუხი მხოლოდ 20-30 წამის შემდეგ აღინიშნება.

კატეგორია: სექსოლოგია | ნანახია: 2684 | დაამატა: Admin | ტეგები: კლიტორი
სულ კომენტარები: 0
avatar