Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora
მთავარი » 2015 » მაისი » 19 » “რეზინის ადამიანები” – გენეტიკური ანომალია
8:07 PM
“რეზინის ადამიანები” – გენეტიკური ანომალია

სამედიცინო ტერმინი, “დესმოგენეზი“, იშვიათ და ამოუცნობ დაავადებას ჰქვია. ის მემკვიდრეობით გადადის. ადამიანის სახის კანი რეზინივით წელვადი ხდება, ამოტომ მათ “რეზინის ადამიანებსაც” უწოდებენ.

სამედიცინო ლექსიკონში ამ დაავადების გასწვრივ გვხვდება ესპანელი გეორგ ალბესის სახელი. მის ავადმყოფობას პირველად ექიმებმა ყურადღება 1826 წელს მიაქციეს. კანის უჩვეულო ანომალია ალბესს სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს გამოაჩნდა. ავადმყოფს შეეძლო, ლოყის კანი თითქმის მკერდამდე ჩამოეჭიმა.

ამ პროცესის დროს ავადმყოფი ისე არაბუნებრივად გამოიყურებოდა, რომ ერთმა ესპანელმა შოუმენმა ცირკში მუშაობა შესთავაზა, თუმცა ალბესი “ოჯახური კონცერტებით” შემოიფარგლებოდა და სანამ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც გამოაჩნდებოდა, თავს პატარა დისწულთან თამაშით იქცევდა.

დესმოგენეზი იმდენად იშვიათი დაავადებაა, რომ მისი სრული გამოკვლევა დღემდე ვერ მოხერხდა. არც ერთ ექიმს მსგავსი სენით შეპყრობილი ორი ადამიანი არ უნახავს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ “რეზინის ადამიანების” კანის ქსოვილში დარღვეულია ცილებისა და ელასტიკური ნივთიერებების ურთიერთშეკავშირების პროცესი. კანი ნაკლებად მკვრივი და რეზინივით წელვადი ხდება, ასევე, გათხელებულია შინაგანი ორგანოების გარსი, სისხლძარღვების კედლები. ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალო ასაკს არ აღემატება. მათთვის მუცლის ღრუს უმნიშვნელო ტრამვა შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრდეს. მუცელზე გარეგენი ზემოქმედების დროს კი სკდება ელენთა და თირკმელები, ღრუში იწყება სისხლდენა, რომლის შეჩერებას ექიმები ქირურგიული ჩარევითაც ვერ ახერხებენ.

ქართველი დერმატოლოგი “ლუბა გიორგაძე” 1999 წელს საირმეში ისვენებდა. მეზობელი სოფლიდან მასთან გასასინჯად მიიყვანეს 18 წლის გოგონა. მშობლები ფიქრობდნენ, რომ მათ ერთადერთ ქალიშვილს (გოგონა ნაშვილები იყო) კანის დაავადება სჭირდა. “გოგონა რეზინივით იწელებოდა, ცხვირიდან მოქაჩული ტყავი ყურის ბიბილომდე სწვდებოდა. ტკივილის არანაირი შეგრძნება არ ჰქონდა. ხელის გაშვების შემდეგ კანი ჩვეულ ფორმას უბრუნდებოდა. გოგონას შეეძლო, მუცელი ჩანთასავით ამოეკეცა და შიგ რამდენიმე მსუბუდი ნივთი მოეთავსებინა”, – იხსენებს “ლუბა გიორგაძე”. დერმატოლოგმა მშობლებს ურჩია, შვილი გამოსაკვლევად თბილისში წაეყვანათ.

ქართველი მედიკოსები დიდხანს ცდილობდნენ, მათთვის უჩვეულო პაციენტისათვის სწორი დიაგნოზი დაესვათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ უმეტესობას დესმოგენეზის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ექოსკოპიამ სისხლძარღვების კედლების გათხელება და შინაგანი ორგანოების გარსის დაზიანება გამოავლინა.

“ქალიშვილი ერთ ზაფხულს ზღვაზე წავიყვანეთ, ექიმებმა არ გაგვაფრთხილეს, რომ ეს მისთვის სახიფათო იყო. წყლიდან ამოსული გოგონა გავარვარებულ ქვიშაზე დაწვა, მაგრამ წამოდგომა ვეღარ მოახერხა – კანი ქვიშას დაეკრო, ადგომის დროს რეზინივით გაიწელა და რამდენიმე ადგილას გასკდა”, – ამბობს ავადმყოფი გოგონას დედა. პაციენტი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კანის წელვადობის მიუხედავად, დესმოგენეზით დაავადებულებს ხშირად უსკდებათ კანი. ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით, ათჯერ უფრო ხშირად ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა.

“რეზინის ადამიანებს” შორის ყველაზე ყველაზე ტრაგიკული ბედისა მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი 8 წლის ბიჭუნა გამოდგა. მისი დაავადების შესახებ მაღალჩინოსანმა სამხედრომ გაიგო და შემზარავი იდეა მოუვიდა – მისგან ადამიანი მუმია დაემზადებინა. ბავშვი გაზის კამერაში გაგუდეს, გვამს ტყავი გააძრეს და ბერლინში, მუზეუმში შესანახად გადაიტანეს.

მედიკოსები ამ დაავადება 19 საუკუნიდან იცნობენ, მაგრამ მისი მკურნალობის მეთოდები დღემდე არ არსებობს. ცნობილია ის ფაქტი, რომ “რეზინის ადამიანებს” სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე შვილის ყოლის უნარი აქვთ, თუმცა დაავადების გენეტიკურად გადაცემის რისკი ძალიან მაღალია.

დესმოგენეზის მსგავსად დღემდე ამოუცნობია ისეთი ანომალიური დაავადებების გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა “შუშის ადამიანი”. ამ შემთხვევაში ძვლის სტრუქტურა შეცვლილია და მინასავით მყიფეა. მკვეთრი მოზრაობის დროს “შუშის ადამიანს” შეიძლება რამდენიმე ადგილას გადაუტყდეს ძვალი და ერთდროულად ასამდე მოტეხილობა მიიღოს.

განსხვავებული სიმპტომატიკით გამოირჩევიან “ადამიანი თევზები”. ეს უიშვიათესი სნეულებაც გენეტიკურია. ფიზიკურად “ადამიანი თევზის” ამოცნობა ძალიან მარტივია – სხეული, თევზის მსგავსად, ქერცლით აქვს დაფარული, სუნთქვა ძალიან უჭირს, ჟანგბადის უკმარისობა ტვინის ფუნქციების გადაგვარებას იწვევს, რაც სისხლის მიმოქცევისა და შესაბამისად, მთელი ორგანიზმის მუშაობის შეფერხების მიზეზი ხდება.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 543 | დაამატა: Admin | ტეგები: “რეზინის ადამიანები” – გენეტიკური ა
სულ კომენტარები: 0
avatar